როგორც მოგეხსენებათ, წინა კვირაში ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალური დაპირისპირებებით დაგვიბრუნდა.
გულშემატკივრებმა რამდენიმე საინტერესო მატჩი უკვე იხილეს, თუმცა წინ კიდევ არაერთი ელით.
მათ შორის "ლივერპული" - "რეალის" წყვილი, ასევე დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, "ნაპოლისა" და "აინტრახტის" ჯახი და სხვა.
FiveThirtyEight-ის კომპიუტერულმა ალგორითმმა ლიგაზე შემორჩენილი გუნდების შანსები შეაფასა. როგორც ცნობილია, ტურნირის მოგების ყველაზე დიდი შანსი მიუნხენის "ბაიერნს" აქვს (24%).
ფავორიტთა შორის მეორე ადგილს "მანჩესტერ სიტი" იკავებს 21%-ით.
რაც შეეხება "რეალს", "სამეფო გუნდის" გამარჯვების შანსები 9%-თაა შეფასებული. "ნაპოლი" კი სწორედ მადრიდელების შემდეგ არიან და მათი ჩემპიონთა ლიგური ტრიუმფის შანსი 8 პროცენტით ფასდება.
