2 წლის და 7 თვის წინ

“იუვენტუსი” ედენ აზარის შეძენით ინტერესდება

ავტორი
Aa
ცნობილი ესპანური გამოცემა OK Diario ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, "ბებერი ქალბატონი" მადრიდის "რეალის" შემტევის ედენ აზარის გადაბირებით არის დაინტერესებული.
ირკვევა, რომ "ბიანკონერი" ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის გაბრძოლებას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს.
რაც შეეხება თავად აზარს, ის ტურინულ გრანდში გადაბარგების იდეას ღიად უყურებს და ფიქრობს, რომ ეს მისი კარიერისთვის უკეთესი ნაბიჯი იქნება.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსიში" მრავალი წელი უმაღლეს დონეზე თამაშის შემდეგ, ედენ აზარის ვარსკვლავი მადრიდის "რეალში" ტრანსფერის შემდეგ ჩაქრა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 თვის და 1 კვირის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 თვის და 1 კვირის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 თვის და 1 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას