
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მადრიდის "რეალის" მთავარი მწრთვნელის, კარლო ანჩელოტის შესახებ მედიაში უამრავი ცნობა ვრცელდება.
იტალიელის "ბლანკოსიდან" წასვლაზე უკვე მრავალჯერ დაიწერა და მის მომავალს სხვადასხვა გუნდებში განიხილავენ.
ერთ-ერთი ბრაზილიის ნაკრები იყო, რომელთანაც ანჩელოტი ძალიან ხშირად დააკავშირეს.
ამ საკითხზე კომენტარი ვინისიუსის ჟუნიორმაც გააკეთა?
"კარლო? მჯერა, რომ მას ბრაზილიის ნაკრების გაწრთვნა სურს", - თქვა ვინიმ.
აქვე გეტყვით, რომ ანჩელოტის "რეალთან" კონტრაქტი 2024 წელს უმთავრდება და თუ კლუბმა ლა ლიგა ან ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, დიდი შანსია, რომ იგი სეზონის ბოლოს "სამეფო გუნდიდან" დაითხოვონ.