
როგორც იცით, კარლო ანჩელოტის მადრიდული მომავალი ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული.
ვრცელდება ცნობები, რომ იტალიელმა სეზონის ბოლოს, შესაძლოა, მადრიდის "რეალის" რიგები დატოვოს.
ბუნებრივია, "სამეფო გუნდმა" კარლოს შემცვლელზე უნდა იფიქროს და ერთ-ერთ ვარიანტად მაურისიო პოჩეტინო განიხილება.
როგორც ირკვევა, ანჩელოტის "ბლანკოსში" მოსვლამდე იყო შანსი იმისა, რომ არგენტინელი სპეციალისტი მადრიდელთა თავკაცი გამხარიყო.
თუმცა პოჩეტინომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა და სათავეში "პარის სენ-ჟერმენს" ჩაუდგა.
გამოცემა "ESPN"-ს ინფორმაციით, მაურისიო იმავეს გამეორებას არ გეგმავს და "სამეფო გუნდისგან" ზარს ელოდება.
აქვე გეტყვით, რომ "პსჟ"-დან წამოსვლის შემდეგ 51 წლის სპეციალისტი უკლუბოდ იმყოფება.