როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, "პსვ" ეინდჰოვენის შემტევი კოდი გაკპო მადრიდის "რეალთან" დააკავშირებს.
იწერებოდა, რომ მადრიდელები ახალგაზრდა ნიდერლანედის დამატებით იყვნენ დაინტერესებულნი.
"Marca"-ს ცნობით, "სამეფო გუნდს" მისი დამატება 2023 წლის ზაფხულისთვის ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა როგორც წყარო წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაკპო კვლავ "პსვ"-ში დარჩეს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ მომენტისთვის მის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს "მანჩესტერ იუნაიტედია", რომლის თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი თანამემამულით აღფრთოვანებულია.
ამრიგად, იმის შანსი, რომ "რეალმა" გაკპო შეიძინოს, არცთუისე დიდია.