Defensa Central მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით ახალ, საინტერესო ცნობებს ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, "სამეფო გუნდის" სკაუტები ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის რამდენიმე ფეხბურთელს დააკვირდებიან.
ეს ეხება, როგორც ხვალინდელ მატცჩსაც, სადაც ერთამენთს "სიტი" და "ბაიერნი" დაუპირისპირდებიან და ასევე "მილანი" - "ნაპოლის" შეხვედრასაც.
პირველ მათგანში მადრიდელები ჰოლანდს, კომანს, ბერნარდუ სილვასა და მუსიალას დააკვირდებიან, ხოლო მილანში გასამართი მატჩისთვის მათ თვალსაწიერში უკვე კვარაცხელია, კიმ მინ ჯე და ბრაიმ დიასი იქნებიან.
ასე რომ, ამ შეხვედრებში ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს.