მადრიდის "რეალთან" დაახლოებული ჟურნალისტი ტომას გონსალესი კლუბის სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით ახალ, საინტერესო ცნობებს ავრცელებს.
მისი თქმით, "სამეფო გუნდი" ზაფხულში დიდ "რევოლუციას" გეგმავს. ისინი აპირებენ, რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 4-5 მოთამაშე დაიმატონ.
მადრიდელები ხვდებიან, რომ გუნდს გადახალისება და გაძლიერება სჭირდება და ამიტომ, მათ სამიზნეები ყველა პოზიციაზე ყავთ.
ჟურნალისტი "ბლანკოსის" 3 მთავარ სამიზნესაც ასახელებს.
ესენი არინ ჯუდ ბელინგემი, იოშკო გვარდიოლი და დუშან ვლაჰოვიჩი. გონსალესის ცნობით, "რეალი" სწორედ ამ მოთამაშეების დამატებისთვის იბრძოლებს.