2 წლის და 4 თვის წინ
დაკავება და დეპორტაცია?! - კრიშტიანუ დიდ შარში გაეხვა
დაკავება და დეპორტაცია?! - კრიშტიანუ დიდ შარში გაეხვა
ავტორი
Aa

კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრი" საუდის არაბეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში "ალ-ჰილალის" წინააღმდეგ სხვაობით 2:0 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ ადგილობრივი პუბლიკა ლიონელ მესის სახელს სკანდირებდა, რაზეც კრიშტიანუ რონალდუ სასტიკად გაღიზიანდა და ამ ქმედებას არასპორტული საქციელით უპასუხა.

ადვოკატმა საუდის არაბეთიდან ნუუფ ბინ აჰმედმა განაცხადა, რომ ქვეყნის პროკურატურას მიმართავს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დაკავებასა და დეპორტაციასთან დაკავშირებით.

"იმ დროსაც კი, თუ რონალდუს პროვოცირება მოახდინეს, მისი ეს საქციელი უხამსია. საჯაროდ დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც უცხოელის მიერ ჩადენის შემთხვევაში დაკავებითა და დეპორტაციით ისჯება. ამის შესახებ პროკურატურაში შუამდგომლობით მივმართავთ."

ესპანური სააგენტო ESPN-ის ცნობით, "ალ-ნასრი" კრიშტიანუს ბოლომდე იცავს და აცხადებენ, რომ რონალდუს უხერხულ ადგილზე ჩაარტყეს და და სწორედ ამიტომ გაღიზიანდა იგი.


Facebook კომენტარები