2 წლის და 4 თვის წინ
"ბარსელონამ" და "რეალმა" კიდევ ერთი "კლასიკო" დაგეგმეს
"ბარსელონამ" და "რეალმა" კიდევ ერთი "კლასიკო" დაგეგმეს
ავტორი
Aa

"ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" 29 ივლისს ამხანაგურ "ელ კლასიკოს" ითამაშებენ, - იუწყება Diario AS.

მატჩი დალასში, 90 ათასი მაყურებლის წინაშე ჩატარდება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ესპანური გრანდები ერთმანეთს აშშ-ს მიწაზე უპირისპირდებიან. პრესეზონის წინა "კლასიკოებს" მაიამიმ და ლას ვეგასმა უმასპინძლეს.

2022 წლის პრესეზონის ეგიდით შემდგარი ჯახი "ბარსამ" მინიმალური სხვაობით მოიგო. ერთადერთი გოლი რაფინიას მიერ შექმნილი შედევრი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" და "ბლანკოსი" ერთმანეთს წელს უკვე 4-ჯერ შეხვდნენ. 3-ჯერ გამარჯვება ჩავის გუნდს დარჩა, ერთხელ კი "თეთრებმა" იმძლავრეს.


Facebook კომენტარები