2 წლის და 4 თვის წინ
"რეალში" ანჩელოტის პოზიცია შეირყა - ახალი ცნობები იტალიელზე
"რეალში" ანჩელოტის პოზიცია შეირყა - ახალი ცნობები იტალიელზე
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე მედიაში ძალიან ბევრჯერ დაიწერა.

ამჯერად ახალი ინფორმაცია ცნობილმა და სანდო ჟურნალისტმა მარიო კორტეხანამ გაავრცელა.

მისი თქმით, კარლომ და მისმა სტაფმა არ იციან გააგრძელებენ თუ არა მუშაობას კვალვ "სამეფო გუნდში".

მიუხედავად ანჩელოტის სურვილისა, რომელსაც "ბლანკოსში" დარჩენა კონტრაქტის ამოწურავმდე სურს, არის შანსები, მან კლუბის რიგები მაინც დატოვოს.

გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ფლორენტინო პერესი ყოველთვის ეჭვისთვალით უყურებდა იმ სპეციალისტებს, რომლებიც სეზონში ვერც ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებას ვერ ახერხებდნენ.

ასე რომ, თუ მადრიდელებმა აღნიშნული ტურნირებიდან ვერცერთი მათგანი ვერ მოიგეს, კლუბში კარლოს შემცვლელის მოყვანაზე აუცილებლად იფიქრებენ.


Facebook კომენტარები