2 წლის და 4 თვის წინ
დასაბრუნებლად ზიდანს "რეალთან" 3 მოთხოვნა აქვს - საინტერესო პირობები
დასაბრუნებლად ზიდანს "რეალთან" 3 მოთხოვნა აქვს - საინტერესო პირობები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბევრი იწერება, რომ სეზონის ბოლოს შესაძლოა კარლო ანჩელოტიმ მადრიდის "რეალის" მთავარი მწრთვნელის პოსტი დატოვოს.

უკვე კარგად ვიცით, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კარლო წელს ჩემპიონთა ლიგას ან ლალიგას ვერ მოიგებს.

რა გასაკვირია, რომ იტალიელის ერთ-ერთ შემცვლელად ზინედინ ზიდანი სახელდება.

Defensa Central წერს, რომ ზიზუს ვარიანტი გამორიცხული არ არის, თუმცა ამავე წყაროს ცნობით, ფრანგს კლუბთან სამი მოთხოვნა აქვს.

საინტერესოა, რომ ორი მოთხოვნა აზარსა და მენდის უკავშირდება. როგორც იწერება, ზიდანს არ სურს, რომ ამ ორმა მოთამაშებ კლუბი დატოვოს.

მესამე მოთხოვნა კი სერხიო რამოსია. Defensa Central-ის ცნობების თანახმად, ზიდანის სურვილი ყოფილი კაპიტნის მადრიდულ გუნდში დაბრუნებაა.


Facebook კომენტარები