2 წლის და 4 თვის წინ
"ეს გუნდი მიყვარს" - ასენსიო "სელტასტან" მატჩის შემდეგ
"ეს გუნდი მიყვარს" - ასენსიო "სელტასტან" მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" შემტევმა მარკო ასენსიომ "სელტასთან" გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ეს გუნდი მიყვარს"

"რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ვინც ამ დროს გვერდში დამიდგა, ეს მადრიდისტები იყვნენ. მათ გამიგეს, თუ რას ვგრძნობდი, თუ როგორ მიყვარს ეს გუნდი. მხარდაჭერა, რომელიც სოციალურ ქსელში და ასევე ქუჩებში მივიღე, ძალიან დამეხმარა."

"მოედნის საფარი დღეს საშინელ მდგომარეობაში იყო. გოლის მომენტში ზედმეტი ძალისხმევა დამჭირდა, რომ შედეგიანად დამერტყა."

"ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანას ვაგრძელებ, ეს ძალიან მეხმარება. ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ და ვფიქრობ, რომ საქმე კარგად მიდის." - განაცხადა ესპანელმა.


Facebook კომენტარები