2 წლის და 4 თვის წინ
ბენზემა რამოსს გაუთანაბრდა - ფრანგის მორიგი მიღწევა
ბენზემა რამოსს გაუთანაბრდა - ფრანგის მორიგი მიღწევა
ავტორი
Aa

ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვიგო "სელტა" მიიღო და 2:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით კარიმ ბენზემამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

კერძოდ, ფრანგს "სამეფო გუნდში" 437 მოგებული მატჩი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით სერხიო რამოსს გაუთანაბრდა.

აქვე გეტყვით, რომ "ბლანკოსში" ყველაზე მეტი მოგება ლეგენდარული იკერ კასილასის ანგარიშზეა, რომელმაც კლუბთან ერთად 463 გამაჯრვება მოიპოვა.


Facebook კომენტარები