2 წლის და 2 თვის წინ

"რეალის" წარმომადგენლები გერმანიაში მიემგზავრებიან - ახალი ცნობები ბელინგემზე

ავტორი
Aa
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "Marca"-მ მადრიდის "რეალისა" და ჯუდ ბელინგემის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში "ბლანკოსის" ხელმძღვანელები გერმანიაში გაემგზავრებიან, სადაც ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს გამართავენ.
როგორც იწერება, "ბლანკოსი" დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო ბრძოლას მოიგებს და ახალგაზრდა ინგლისელს ზაფხულში გაიფორმებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბელინგემმა "დორტმუნდისგან" ყველა ის წინადადება დაბლოკა, რომელიც კლუბში დარჩენასა და ახალი კონტრაქტის გაფორმებას ითვალისწინებდა.
რაც შეეხება 19 წლის ფეხბურთელის მონაგარს, მიმდინარე სეზონში "შავ-ყვითლების" რიგებში მან აქტივში 11 გოლი და 6 საგოლე პასი ჩაიწერა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 თვის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 თვის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 თვის და 1 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას