2 წლის და 4 თვის წინ
ითამაშებს თუ არა ალაბა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში - "Marca"
ითამაშებს თუ არა ალაბა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში - "Marca"
ავტორი
Aa

როგორც იცით, მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი დავიდ ალაბა ბარძაყის ტრავმის გამო ბოლო ორი თამაშია გუნდს ვერ ეხმარება.

მოგეხსენებათ, ავსტირელმა ფეხბურთელმა დაზიანება ლონდონის "ჩელსისთან" საპასუხო მატჩში მიიღო, რის გამოც მას მოედნის დატოვება იძულებით მოუხდა.

ცნობილი ესპანური გამოცემა "Marca" მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ცნობებს ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ალაბას ტრავმა სერიოზული არ არის და ის "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

ცნობისთვის, მადრიდელებსა და "ქალაქელებს" შორის პირველი თამაში 9 მაისს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება.


Facebook კომენტარები