2 წლის და 4 თვის წინ
საქმეში "პსჟ"-ც ერთვება - როგორია ზიდანის გეგმა
საქმეში "პსჟ"-ც ერთვება - როგორია ზიდანის გეგმა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მედიაში არ წყდებოდა ცნობები, რომ ზინედინ ზიდანი, შესაძლოა, მადრიდის "რეალის" მთავარ მწრთვნელად კიდევ ერთხელ მოგვევლინოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ანჩელოტი გუნდს დატოვებს, მადრიდელებისთვის ნომერ პირველი არჩევანი სწორედ ფრანგი სპეციალისტი იქნება.

"Santi_J"-ს ცნობით, ზიდანის მიყვანა "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს. მეტიც, როგორც ჟურნალისტი წერს, პარიზში ამაზე ოცნებობენ.

მაგრამ ზიდანს სხვა გეგმები აქვს და "პსჟ"-ში მუშაობის დაწყებით არაა დაინტერესებული.

ასე რომ, არსებობს შანსი, ზიზუ "ბლანკოსის" თავკაცის რანგში მესამედ ვიხილოთ.


Facebook კომენტარები