2 წლის და 4 თვის წინ
მოდრიჩი ბელგრადში გაემზგზავრა - "სიტისთან" მატჩამდე იმედი გაჩნდა
მოდრიჩი ბელგრადში გაემზგზავრა - "სიტისთან" მატჩამდე იმედი გაჩნდა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლუკა მოდრიჩმა ტრავმა მიიღო, რის გამოც უმნიშვნელოვანესი მატჩების გამოტოვება ემუქრება.

მათ შორის "კოპა დელ რეის" ფინალის და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის.

თუმცა Relevo-ს ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველი ბელგრადში გაემგზავრა, სადაც მას ამ ტრავმის ოსტატი და თავისი საქმის სპეციალისტი დახვდა.

ამის ფონზე, კი ლუკას იმედი აქვს, რომ 2 კვირაზე ნაკლებ დროში დაბრუნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არის შანსი, მოდრიჩი "სიტისთან" მოედანზე ვიხილოთ.


Facebook კომენტარები