3 წლის წინ
ცნობილია - რა შემთხვევაში ეცდება "იუნაიტედი" კამავინგას" დამატებას

ავტორი
Aa
ცნობილმა გამოცემა "BILD"-მა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის ედუარდო კამავინგას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ შეიხ ჯასიმი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეიძენს, "წითელი ეშმაკები" ფრანგის გადაბირებას ეცდებიან.
როგორც ირკვევა, შეიხი რამდენიმე მოთამაშის მოყვანაზე უკვე ფიქრობს და ერთ-ერთი მათგანი სწორედ "სამეფო გუნდის" ახალგაზრდა ნახევარმცველია.
აქვე გეტყვით, რომ კამავინგას მადირდელებთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წელს უმთავრდება.
რაც შეეხება მის სატრანსფერო ფასს, "Transfermarkt"-ის მონაცემების მიხედვით, ედუარდოს ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
11 თვის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
11 თვის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
11 თვის და 1 კვირის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
11 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას