2 წლის და 4 თვის წინ
შეხვედრა პრეზიდენტთან - რა საკითხზე გაესაუბრა პერესი ანჩელოტის
შეხვედრა პრეზიდენტთან - რა საკითხზე გაესაუბრა პერესი ანჩელოტის
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის "რეალი" რეალ "სოსიედადს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ "ბლანკოსის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ანჩელოტის პირდად შეხვდა.

"Marca"-ის ინფორმაციით, პერესი იტალიელს ამ მატჩში დაშვებულ შეცდომებსა და მარცხის მთავარ მიზეზებზე ესაუბრა.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბასკებთან წაგების შემდეგ "ბლანკოსი" ლა ლიგის ცხრილში მესამე პოზიციაზე გადავიდა და 69 ქულით მეორე ადგილი მადრიდის "ატლეტიკომ" დაიკავა.

ცნობისთვის, "რეალს" შემდეგი დაპირისპირება კოპა დელ რეის ფინალში "ოსასუნას" წინააღმდეგ ელის.



Facebook კომენტარები