2 წლის და 2 თვის წინ

კანდიდატი შეირჩა - ვის დაიმატებს "რეალი" აზარის წასვლის შემთხვევაში

ავტორი
Aa
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "Marca"-მ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი სატრანსფერო სიახლე გაავრცელა.
როგორც ირკვევა, "სამეფო გუნდში" ედენ აზარის შემცვლელი იპოვნეს და საინტერესო ვარიანტს განიხილავენ.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევეაში, თუ ბელგიელმა შეტევმა "ბლანკოსის" რიგები დატოვა, "თეთრები" მუსა დიაბის გადაბირებას შეეცდებიან.
ამჟამად ფრანგი თავდამსხმელი ბაიერ "ლევერკუზენის" რიგებში ასპარეზობს და საკმაოდ კარგ სეზონსაც ატარებს.
კერძოდ, 23 წლის ფეხბურთელმა მიმიდნარე სეზონში გერმანული კლუბის რიგებში 42 მატჩი ჩაატარა და აქტივში 14 გოლთან ერთად, 9 საგოლე პასი ჩაიწერა.
აქვე გეტყვით, რომ "Transfermarkt"-ის მონაცემების მიხედვით, დიაბის სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 თვის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 თვის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 თვის და 1 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას