2 წლის და 3 თვის წინ
ბურთმა აუტის ხაზი გადაკვეთა - ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ "სიტის" გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
ბურთმა აუტის ხაზი გადაკვეთა - ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ "სიტის" გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი რაუნდი ფრე, 1-1 მორჩა.

შეხვედრაში "ბლანკოსი" ვინისიუსის გოლით დაწინაურდა, რის შემდეგაც ინგლისელებს მომენტების შექმნა უჭირდათ.

თუმცა მეორე ტაიმში დე ბრუინმა გოლის გატანა მაინც მოხაერხა, თუმცა საეჭვოა, რამდენად მოხდა ეს ყოველივე წესების დაცვით.

კერძოდ, გოლამდე, ბერნარდუ სილვამ ბურთი აუტის ხაზთან ახლოს გააჩერა. მსაჯმა 'სიტის" თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა, რის შემდეგაც მათ გოლი შეაგდეს.

როგროც აღმოჩნდა, ამ მომენტში ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა, თუმცა ვიდეო რეფერიმ ამას ყურადღება არ მიაქცია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება BeinSports-ის 3D ტექნოლოგიის მიერ დამუშავებული ფოტო, სადაც ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ ბურთი აუტის ხაზს მიღმაა.


Facebook კომენტარები