2 წლის და 3 თვის წინ

დი მარია: "ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგიდან "რეალი" "სიტის" გააგდებს"

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ნაახევარფინალში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ "რეალი" "სიტის" გააგდებს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
"მადრიდელები ამ ტურნირზე მართლაც განსხვავებულად თამაშობენ", - თქვა არგენტინელმა.
ცნობისთვის, "ქალაქელებსა" და "თეთრებს" შორის საპასუხო თამაში 17 მაისს შედგება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ