2 წლის და 3 თვის წინ

რა შემადგენლობას ვიხილავთ "ეტიჰადზე" - კარლოს გეგმა ცნობილია

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრებს ვიხილავთ.
გავრცელებული ცნობების თანახმად, კარლო ანჩელოტი პირველი მატჩთან შედარებით შემადგენლობის შეცვლას გეგმავს, თუმცა ეს მხოლოდ ორ მოთამაშეს ეხება.
კერძოდ, კარლო აპირებს, რომ ნახევარდაცვა მეტად გააძლიეროს. ამისთვის კი მას სურს ედუარდო კამავინგა მის ჩვეულ პოზიციაზე ათამაშოს. გარდა ამისა, როდრიგოს მაგივრად ძირითადში ვალვერდე იქნება.
ამჯერად მარცხენა მცველის პოზიციას დავიდ ალაბა დაიკავებს, ცენტრში კი რუდიგერს მილიტაო შეუწყვილდება.
ასე რომ, "რეალის" შემადგენლობა "ეტიჰადზე" ასეთი იქნება:
კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ალაბა, კამავინგა, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ვინისიუსი, ბენზემა;
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ