
ავტორი
Aa
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი საქველმოქმედო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც მან ცრემლები ვერ შეიკავა.
კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია Le Point Rose-ი კიბოთი დააავადებული ბავშვებისთვის სპეციალურ ჰოსპიტალს აშენებს, რომლის ერთ-ერთი დამფინანსებელი თავად ზიდანიცაა.
"ვამაყობ იმ ფაქტით, რომ შემიძლია თქვენი პროექტის სპონსორი ვიყო. ბატონო მერო, თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ამ ოჯახებისთვის განსაკუთრებულ საქმეს აკეთებთ.
"შვილის დაკარგვა ყველაზე საშინელი რამ არის, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. ჩემმა მშობლებმა ეს ყველაფერი გადაიტანეს და კარგად ვიცი, რამდენად რთულია", - განაცხადა ზიდანმა.
Facebook კომენტარები